ახალი შუამთის მონასტერი მე-16 საუკუნეში ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე ლევან კახთა მეფის მეუღლის, თინათინ დედოფლის მიერ არის დაარსებული. მონასტერმა, ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობის გამო, კახეთში ღვთისმშობლის სახელზე აგებულ სავანეთა შორის უპირველესი ადგილი დაიკავა. 1926 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ დახურა მონასტერი და გახსნა დასასვენებელი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს უპატრონო ბავშვთა სახლად გადაკეთდა. მე-20 საუკუნის 80 - იან წლებში აქ ტურბაზის გახსნა იგეგმებოდა.
1990 წელს ახალი შუამთის მონასტერი დაუბრუნდა საქართველოს ეკლესიას, 1995 წლიდან კი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით აქ აღდგა დედათა მონასტერი....
ვრცლად