ახალი შუამთის მონასტერში აღდგა ტრადიციული სამონასტრო მეურნეობა.
გაშენდა ხეხილის ბაღი, საკუთარი მეურნეობიდან მონასტერს აქვს ყველა სახეობის ბოსტნეული და რძის ნაწარმი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მონასტერი მთლიანად უზრუნველყოფს თავის საჭიროებებს.
მონასტრის ტერიტორია გამშვენდა ახალი ნერგებით და სხვადასხა უნიკალური ჯიშის ვარდებით და ყვავილნარით.
მონასტრის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ცვილის სანთლის დამზადება და სეფისკვერის ცხობა ალავერდის ეპარქიისთვის.