მონაზონთა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ხელსაქმე - კერვა, ქარგვა, თიხაზე და ქვაზე ხატვა და სხვა. მონასტერში მზადდება ხელნაკეთი საპონი და დაპატენტებული მალამო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი თბილისის სამკურნალო გოგირდოვანი წყალია.
შრომის დროს განუწყვეტელი ლოცვა მონაზვნური ტრადიციაა. ლოცვა ღვთისადმი საიდუმლოდ შეწირული საკმეველია. შრომითა და ლოცვით მონაზონი ღმერთს მიეახლება.